საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის პირველი მოადგილე, გიორგი ზურაბაშვილი ხორვატიის პრეზიდენტის, ზორან მილანოვიჩის განცხადებას გამოეხმაურა.
"საქართველო-ხორვატიის ურთიერთობები მზარდია და დინამიკურად ვითარდება, - ამის ერთ-ერთი ნიშანია ხორვატიის პრეზიდენტის ვიზიტი საქართველოში. მოგეხსენებათ, რომ ხორვატია ევროკავშირის წევრი ქვეყანაა და ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია მათი მხარდაჭერა," - განაცხადა საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის პირველმა მოადგილემ, გიორგი ზურაბაშვილმა.
ცნობისთვის, საქართველოში ვიზიტად მყოფმა ხორვატიის რესპუბლიკის პრეზიდენტმა, ზორან მილანოვიჩმა მიხეილ ყაველაშვილთან ერთად გამართულ ერთობლივ ბრიფინგზე განაცხადა, რომ "საქართველო არის ქვეყანა, რომელსაც დიპლომატიური ურთიერთობები არ აქვს მოსკოვთან და აბრალებენ, რომ მოსკოვის აგენტია."