სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური განცხადებას ავრცელებს, რომელშიც აღნიშნულია, რომ სამსახურის უფროსი, სამუშაო ვიზიტით, ამერიკის შეერთებულ შტატებში იმყოფებოდა.
"სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსი 7-10 თებერვალს, თავისი კოლეგების მიწვევით, სამუშაო ვიზიტით ამერიკის შეერთებულ შტატებში იმყოფებოდა.
შეხვედრა უსაფრთხოების საკითხებთან დაკავშირებით გაიმართა", - აღნიშნულია განცხადებაში.