"რუსთავი 2-თან" - ექსკლუზიურ ინტერვიუში, უნგრეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა ისაუბრა:
- ვიქტორ ორბანი ამბობს, რომ ევროკავშირი დღეს "თვითმკვლელობის რეჟიმშია". თუმცა, ცვლილებები ხდება გლობალურად — შეერთებული შტატების არჩევნებით დაწყებული ევროპაში მემარჯვენე ძალების ზრდით დასრულებული. თქვენი პროგნოზით, ვდგავართ ისტორიულ გზაგასაყარზე, სადაც ბუდაპეშტისა და თბილისის სუვერენისტული მოდელი გახდება ევროპის მომავალი მეინსტრიმი? თუ თქვენ ხართ "ბოლო მოჰიკანები", რომლებიც იბრძვიან სუვერენიტეტისთვის?
"ვფიქრობ, გლობალური პატრიოტული რევოლუცია დაიწყო რამდენიმე წლის წინ და ახლა ის იძენს ახალ დინამიკას იმ ფაქტით, რომ მსოფლიოს ნომერ პირველი ზესახელმწიფოს ლიდერიც პატრიოტი და რევოლუციონერია. ამიტომ, მე მჯერა, რომ ახლა საერთაშორისო პოლიტიკაში დიდი ძვრებია — პატრიოტიზმი, ურთიერთპატივისცემა, ორმხრივი კონტაქტები, პირადი ურთიერთობები უფრო მნიშვნელოვანი იქნება, ვიდრე საერთაშორისო ორგანიზაციები და ე.წ. საერთაშორისო სტანდარტები. ჩვენ ამისთვის მზად უნდა ვიყოთ. და მადლობა ღმერთს, ჩვენ საკმაოდ დავწინაურდით ამ რბოლაში," - აცხადებს სიიარტო.