19 ივნისი 2026,   02:39
ვრცლად
რუსეთთან მოლაპარაკების ინიციატივა - საფრანგეთისა და იტალიის შემდეგ, მოსკოვთან პირდაპირი დიალოგი ლატვიასა და ესტონეთსაც სურს

მოლაპარაკებებს მიღმა დარჩენილი ევროპა და შეცვლილი პოზიცია - საფრანგეთისა და იტალიის შემდეგ, მოსკოვთან პირდაპირი დიალოგი ლატვიასა და ესტონეთსაც სურს. რუსეთისთვის ბოიკოტის გამოცხადების საპირისპიროდ, პირდაპირი მოლაპარაკების შეთავაზებისთვის ევროპას 1443 დღე დასჭირდა - ბრიუსელს გეოპოლიტიკურ მოედანზე დაბრუნება მოსკოვის გავლით სურს. ახლა ბალტიის ქვეყნებიც ფიქრობენ, რომ უკრაინაში ომის დასასრულებლად მაგიდასთან თავადაც უნდა დასხდნენ.

ევროპის შეცვლილმა პოზიციამ დღეს მმართველ გუნდს ევრობიუროკრატების მიერ ბოლო წლებში გაკეთებული განცხადებები გაახსენა, როცა საქართველოს რუსეთთან სავაჭრო ურთიერთობების გამო აკრიტიკებდნენ, დღეს კი მოსკოვთან მოლაპარაკების წარმოებას თავად ცდილობენ.

პოზიციის ცვლილების გამო ევროპას არ აკრიტიკებს ოპოზიცია. ხელისუფლების ოპონენტები ამბობენ რომ ომის დასასრულებლად ყველა დიპლომატიური გზა, მათ შორის რუსეთთან დიალოგიც უნდა გამოიყენონ.

ლატვიის პრემიერისა და ესტონეთის პრეზიდენტის ინიციატივას ორმაგ სტანდარტად აფასებს პრემიერ-მინისტრი. მთავრობის მეთაურმა ევროპის პოზიციის შეცვლის მიზეზებზეც ისაუბრა, რაც კიდევ ერთხელ ადასტურებს საქართველოს ხელისუფლების არჩეულ სწორ პოლიტიკას.

ბალტიის ქვეყნებამდე იყვნენ საფრანგეთის პრეზიდენტი და იტალიის პრემიერი. რუსეთთან პირდაპირი მოლაპარაკებების აღდგენის სურვილი ემანუელ მაკრონმა და ჯორჯია მელონიმ რამდენიმე კვირის წინ გამოთქვეს. გერმანიის კანცლერმა კი რუსეთი
ევროპულ ქვეყნად გამოაცხადა. კრემლთან მოლაპარაკების გახსნის შესაძლებლობას აღარც ევროკომისია გამორიცხავს.

დღის ამბები