ფიცის დადების ცერემონიალი ახალქალაქში, უფროსი სერჟანტი ზაზა ფერაძის სახელობის საწყისი საბრძოლო მომზადების ცენტრში გაიმართა.
საკონტრაქტო სამსახურის რეკრუტებმა და წვევამდელთა ეროვნულ სამხედრო სამსახურში 8 თვით გაწვეულმა პირებმა სამხედრო ფიცი დადეს. საზეიმო ცერემონიალს საწყისი საბრძოლო მომზადების ცენტრის ხელმძღვანელობა და რეკრუტების ოჯახის წევრები დაესწრნენ.
საწყისი საბრძოლო მომზადების კურსის ფარგლებში რეკრუტებმა ტაქტიკური და საცეცხლე მომზადება გაიარეს. მათ ასევე შეისწავლეს პირველადი სამედიცინო დახმარება, ტოპოგრაფია და კავშირგაბმულობა.