პერუს სამხრეთ ნაწილში, ნასკას ხაზების არქეოლოგიური კომპლექსის თავზე ფრენის დროს, ტურისტული მცირე ზომის თვითმფრინავი ჩამოვარდა, რომელშიც 11 მგზავრი და ორი პილოტი იყო. Reuters-ის ინფორმაციით, დაიღუპა 13 ადამიანი.
ადგილობრივი ხელისუფლების ინფორმაციით, თვითმფრინავი პერუს ავიაკომპანია Aerodiana-ს ეკუთვნოდა.
კომპანიას მომხდართან დაკავშირებით კომენტარი არ გაუკეთებია. ავიაკატასტროფის მიზეზი ჯერჯერობით უცნობია.
ადგილობრივი ხელისუფლების განცხადებით, ფაქტზე გამოძიება დაიწყება.