03 აგვისტო 2026,   00:53
ვრცლად
საბერძნეთში, ესპანეთსა და საფრანგეთში ტყის ხანძრებთან ბრძოლა გრძელდება

საბერძნეთში, ესპანეთსა და საფრანგეთში ტყის ხანძრებთან ბრძოლა გრძელდება. ცეცხლის სალიკვიდაციო ოპერაცია და მოსახლეობის ევაკუაცია მიმდინარეობს საბერძნეთში, ეს მას შემდეგ, რაც ძლიერი ქარების შედეგად ხანძარმა ათენის მიდამოები მოიცვა.

ვითარება კვლავ გაუარესდა ესპანეთისა და საფრანგეთის ზოგიერთ ნაწილშიც. საფრანგეთის ვარის დეპარტამენტში ხანძარმა 1000 ჰექტარზე მეტი ფართობი მოიცვა, ევაკუირებულია 2500 ადამიანი. ესპანეთის დედაქალაქის გარშემო ვითარება სტაბილურია, თუმცა მეხანძრეები ახლა ლეონის პროვინციაში ცეცხლის ახალ კერას ებრძვიან.

საბერძნეთის ხელისუფლებამ ქვეყნის რამდენიმე რეგიონში საგანგებო მდგომარეობა გამოაცხადა. ბეოტიის რეგიონში ტყის ხანძარს 300-ზე მეტი მეხანძრე, 92 სახანძრო მანქანა, მძიმე ტექნიკა და თვითმფრინავი ებრძვის.

დღის ამბები