02 აგვისტო 2026,   19:41
ვრცლად
ქობულეთში ავარიას 19 წლის ახალგაზრდა ემსხვერპლა

ქობულეთში, ჩოლოქის დასახლებაში, ავტოსაგზაო შემთხვევას 19 წლის ბიჭის სიცოცხლე ემსხვერპლა.

ახალგაზრდა საკუთარი ავტომობილით გადაადგილდებოდა, რა დროსაც გზის სავალი ნაწილიდან გადავიდა და დაჭაობებულ ადგილას ჩავარდა. ის ადგილზე გარდაიცვალა.

როგორც შინაგან საქმეთა სამინისტროში "რუსთავი 2-ს" განუცხადეს, მომხდართან დაკავშირებით გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც სატრანსპორტო საშუალების მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობა.

ფოტო: "აჭარის ტელევიზია"

დღის ამბები