02 აგვისტო 2026,   18:51
ვრცლად
"ბრალდების მხარემ დამატებითი მტკიცებულებები წარადგინა" - გიგა ავალიანის საქმის პროკურორი

თბილისის საქალაქო სასამართლოში, გიგა ავალიანის საქმესთან დაკავშირებით დანაშაულის შეუტყობინებლობის ბრალდებით დაკავებული არასრულწლოვნების სასამართლო პროცესი გაიმართა.

ავალიანის გარდაცვალების საქმეზე სამართალდამცავებმა ჯამში 4 პირი დააკავეს. მათგან ერთს ბრალი წარდგენილი აქვს მუხლით, რაც ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანებას გულისხმობს, რამაც გამოიწვია სიცოცხლის მოსპობა, ხოლო კიდევ ორ არასრულწლოვანს გამოძიება ჯანმრთელობის ჯგუფურად განზრახ მძიმე დაზიანებას ედავება.

პროკურორ ლევან ვეფხვაძის განცხადებით, სასამართლო პროცესზე ბრალდების მხარემ დამატებითი მტკიცებულებები წარადგინა.

"ბრალდების მხარემ წარადგინა დამატებითი მტკიცებულებები, მათ შორის, იყო კომისიური სამედიცინო ექსპერტიზის დასკვნა, რომელსაც შემდგომ პროცესებზე გამოვიკვლევთ. მოხდა ამ მტკიცებულებების დასაშვებად ცნობა. სასამართლო პროცესები გაწერილი იყო და შემდეგ ეტაპზე დავიწყებთ მტკიცებულებების გამოკვლევას.

გამოძიების ფარგლებში ჩატარებულია ასეულობით საგამოძიებო მოქმედება, მიმდინარეობს მტკიცებულებების მოპოვება. მტკიცებულების შეფასების შედეგ მიღებული იქნება გადაწყვეტილება", - განაცხადა ლევან ვეფხვაძემ.

დღის ამბები