ამერიკის შეერთებული შტატების ხელისუფლება ირანთან მოლაპარაკებებზე უარს აცხადებს. ინფორმაციას "აქსიოსი" ავრცელებს.
გამოცემა ამერიკელ მაღალჩინოსნებზე დაყრდნობით წერს, რომ ქვეყნების წარმომადგენლებს შორის შეხვედრა ხვალ უნდა გამართულიყო, თუმცა დაგეგმილი რაუნდი მას შემდეგ ჩაიშალა, რაც თეირანმა თურქეთის ნაცვლად დიპლომატიური პროცესის გამართვა ომანში მოითხოვა.
ირანთან მიმდინარე დაძაბულობის საკითხზე განცხადება გააკეთა ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტმა. დონალდ ტრამპის თქმით, ირანის უზენაესი ლიდერი აიათოლა ალი ხამენეი მოცემულ ვითარებაში შეშფოთებული უნდა იყოს.
ამერიკის სახელმწიფო მდივნის თქმით, ვაშინგტონს თეირანთან მისი ბირთვული და სარაკეტო პროგრამის განხილვა, ასევე ახლო აღმოსავლეთში ისლამური რესპუბლიკის მიერ ტერორისტული დაჯგუფებების მხარდაჭერის საკითხის განხილვა სურს. ირანის საგარეო საქმეთა სამინისტროში კი აცხადებენ, რომ შტატებთან მხოლოდ ბირთვული პროგრამაზე ისაუბრებენ.