ინფორმაცია და კომუნიკაცია, ტრანსპორტი, დასაწყობება, სასტუმროები, რესტორნები - ეს იმ მიმართულებების ნაწილია, რამაც საქართველოში ეკონომიკა გაზარდა. განახლებული მონაცემები "საქსტატმა" გამოაქვეყნა. უწყების ინფორმაციით, 2025 წლის საშუალო რეალურმა ეკონომიკურმა ზრდამ, 7,5%-ი შეადგინა.
ეკონომიკის მზარდ დინამიკასა და არსებული ტენდენციების შენარჩუნებაზე საუბრობს მთავრობის ეკონომიკური გუნდი. ამბობენ, რომ საქართველოს ეკონომიკური ზრდა ბოლო წლებში პროგნოზს აღემატება.
საქართველოს წარმატებულ ეკონომიკაზე აკეთებენ აქცენტს ექსპერტები. ანალიტიკოსების განცხადებით, ქვეყანა რეგიონში გამორჩეულია, რაც კონკრეტულ ფაქტორებს უკავშირდება.
საქსტატის მონაცემების პარალელურად, ეკონომიკური ზრდის მიმართულებით, ლიდერის პოზიციას საქართველო საერთაშორისო რეიტინგებშიც ინარჩუნებს.