12 აგვისტო 2026,   02:37
ვრცლად
"მოძებნეს ესტონეთში ხუხულა შენობა, სადაც დაარეგისტრირეს არასამთავრობო ორგანიზაციები. ის შენობა არის სიმბოლური სახე ამ შავი ფულის მოძრაობის" - ირაკლი ქადაგიშვილი

ევროკავშირის სქემები საქართველოზე პოლიტიკური გავლენის მოსახდენად - მმართველი გუნდი ყალბ უცხოურ ორგანიზაციებზე და იმ გზებზე საუბრობს, რომლითაც ევროკავშირი მისგან მართული ენჯეოებისთვის, კანონის გვერდის ავლით, ფულის მიწოდებას ცდილობს.

პარლამენტის თავმჯდომარემ გამოაქვეყნა ფოტო მასალა და დოკუმენტაცია, რომლის მიხედვითაც, ქართული არასამთავრობოები და ონლაინ გამოცემები, მათ შორის ეკა გიგაურის და ნინო ლომჯარიას ორგანიზაციების ესტონური ოფისები ესტონურ მისამართებზე, დანგრეულ შენობებშია რეგისტრირებული.

"არ შეიძლება, რომ ფული სახელმწიფოში პოლიტიკაში იხარჯებოდეს ისე, რომ არ ვიცოდეთ, ეს ფული საიდან, რატომ და როგორ. თქვეს, რომ ჩვენ ამ სახელმწიფოსთან ღია, გამჭვირვალე თანამშრომლობა არ გვექნება. ბოლოს, ევროკომისარმა გამოგვიცხადა, რომ ასეთი გამჭვირვალობა ჩვენთვის მიუღებელიაო და განაცხადა, - ჩვენ ვეძებთ გზებს, როგორ ავუაროთ გვერდი ამ გამჭვირვალობის ელემენტარულ პირობებსო. მოძებნეს გზა - ესტონეთში, ხუხულა შენობა, სადაც დაარეგისტრირეს არასამთავრობო ორგანიზაციები. ის შენობა არის სიმბოლური სახე იმ ყველაფრისა - შავი ფულის მოძრაობისა. ამიტომ, სახელმწიფო დღეს აკეთებ იმას, რომ ეს შავი ფული არ იყოს ამ ქვეყანაში პოლიტიკაში გამოყენებული," - აცხადებს პარლამენტის რეგიონული პოლიტიკის კომიტეტის თავმჯდომარე, ირაკლი ქადაგიშვილი.

დღის ამბები