რიკოთის გვირაბთან ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა - ტრაილერი გვირაბის შესასვლელთან ამოტრიალდა. შემთხვევის შედეგად არავინ დაშავებულა. ადგილზე მობილიზებულია სასწრაფო დახმარების ბრიგადები და საპატრულო პოლიცია.
რა გახდა ავტომობილის ამობრუნების მიზეზი, ჯერჯერობით, უცნობია.
"რუსთავი 2" დამატებითი ინფორმაციის გარკვევას შინაგან საქმეთა სამინისტროში ცდილობს.
შემთხვევის გამო, დასავლეთ საქართველოსკენ მოძრაობა შემოვლითი გზით არის შესაძლებელი.