"ზიზღი, სიძულვილი, ძალადობა და, როგორც ახლა ირკვევა, დაფინანსების თაღლითური სქემებიც - აი, რად აქციეს დღეს პროე-ვროპულობა", - ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარე სოციალურ ქსელში წერს.
შალვა პაპუაშვილი, ევროკავშირის მხრიდან ოპოზიციურად განწყობილი ჯგუფების დაფინანსებაზე აკეთებს აქცენტს და კიდევ ერთხელ აღნიშნავს, რომ ბრიუსელს აქციის მონაწილეების კონკრეტული ქმედებები დღემდე არ დაუგმია.
"კიდევ ერთხელ ვაქვეყნებ ჩემს მიერ შარშან მაისში ევროკავშირის ელჩისთვის გაგზავნილ წერილს, სადაც მხოლოდ ერთ რამეს ვითხოვდი - საჯაროდ დაეგმო ევროკავშირის მიერ დაფინანსებული და მხარდაჭერილი პირების ძალადობა, ზიზღი და სიძულვილი.
პასუხად სიჩუმე და 4 ოქტომბრის ხელისუფლების დამხობის მცდელობის მხარდაჭერა მივიღეთ.
ზიზღი, სიძულვილი, ძალადობა და, როგორც ახლა ირკვევა, დაფინანსების თაღლითური სქემებიც - აი, რად აქციეს დღეს "პროევროპულობა " - წერს შალვა პაპუაშვილი სოციალურ ქსელში.