22 აგვისტო 2026,   16:28
ვრცლად
NATO ემზადება სცენარისთვის, რომლის მიხედვითაც, შესაძლოა, საფრანგეთის შემდეგმა პრეზიდენტმა ლე პენმა ალიანსს სერიოზული ზიანი მიაყენოს

NATO ემზადება სცენარისთვის, რომლის მიხედვითაც, შესაძლოა, საფრანგეთის შემდეგმა პრეზიდენტმა ალიანსს სერიოზული ზიანი მიაყენოს. საუბარია მარინ ლე პენზე, რომელმაც ბოლო გამოკითხვებით შესაძლოა ემანუელ მაკრონი ჩაანაცვლოს. ინფორმაციას გამოცემა "პოლიტიკო" ავრცელებს.

"ეროვნული გაერთიანების" ლიდერს, მარინ ლე პენს სურს NATO-ს გაერთიანებული სარდლობიდან საფრანგეთის გამოყვანა, ხოლო მემარცხენე ბანაკის წარმომადგენელ, ჟან-ლუკ მელანშონს ქვეყნის მთლიანად ალიანსიდან გასვლა.

გამოცემა წერს იმასაც, რომ საფრანგეთის NATO-დან შესაძლო გასვლა, კითხვის ნიშნის ქვეშ დააყენებს ფრანგული ჯარების ყოფნას რუმინეთსა და ესტონეთში, შეზღუდავს წვდომას ძირითად საბრძოლო აღჭურვილობაზე და შეასუსტებს სამხედრო კოორდინაციას ალიანსის 32 წევრს შორის.

დღის ამბები