12 აგვისტო 2026,   08:49
ვრცლად
"საქართველო იკავებდა წამყვან პოზიციებს იმ ტრიოში, რომელიც აცხადებდა პრეტენზიას ევროკავშირის წევრობაზე, საქართველო არასდროს იყენებდა იმას, რომ მოლდოვა, ბევრი მაჩვენებლით, ჩამორჩებოდა" - ტატა ხვედელიანი

თბილისში პოლიტიკური შეფასებების თემაა მაია სანდუს განცხადება, რომელმაც, ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეაში სიტყვით გამოსვლის დროს, კრემლის ჰიბრიდულ ოპერაციებზე ისაუბრა და განაცხადა, რომ რუსეთმა საქართველო საკუთარ ორბიტაზე დააბრუნა.

მმართველი გუნდისთვის ცინიზმია იმ პრეზიდენტის განცხადება, რომელიც საკუთარი ქვეყნის რუმინეთთან გაერთიანების იდეას მხარს უჭერს და რომელმაც დსთ-დან გასვლის პროცესი წლების შემდეგ, მხოლოდ ახლახან დააინიცირა.

უმრავლესობა მაია სანდუს საკუთარ ქვეყანაში არსებულ მძიმე ვითარებას - ეკონომიკურ კრიზისს, კორუფციასა და სიღარიბის მაჩვენებელს ახსენებს. ასევე, როგორ გახდა სანდუ ქვეყნის გარეთ მიღებული ხმებით პრეზიდენტი, გააუქმა ოპოზიციური პარტიები და მედია.

პარლამენტის ფრაქცია "საქართველოსთვის" წევრი ტატა ხვედელიანი აცხადებს, რომ საქართველო არასდროს იყენებდა იმას, რომ მოლდოვა, ბევრი მაჩვენებლით, ჩამორჩებოდა.

"რა თქმა უნდა, ასეთი განცხადებები აკნინებს ჩვენი მოსახლეობის ძალისხმევას იმისთვის, რომ საქართველო დაბრუნდეს ევროპულ გზაზე.

საქართველო იკავებდა წამყვან პოზიციებს იმ ტრიოში, რომელიც აცხადებდა საკუთარ პრეტენზიას ევროკავშირის წევრობაზე, საქართველო არასდროს იყენებდა იმას, რომ მოლდოვა, ბევრი მაჩვენებლით, ჩამორჩებოდა," - აცხადებს ხვედელიანი.

დღის ამბები