12 აგვისტო 2026,   09:33
ვრცლად
ბოდბის დედათა მონასტერში ნინოობის დღესასწაული აღნიშნეს

ბოდბის დედათა მონასტერში ნინოობის დღესასწაული აღნიშნეს. საქართველოს სხვადასხვა კუთხიდან წმინდა ნინოს სახელობის ტაძარში დილიდან მორწმუნეები ჩავიდნენ.

სადაც სადღესასწაულო წირვა ბოდბელმა ეპისკოპოსმა ეპარქიის მღვდელმსახურებთან ერთად აღავლინა. ლოცვის დასრულების შემდეგ კი მეუფე იაკობმა მრევლს ამბიონიდან დღესასწაული მიულოცა და წმინდა ნინოს ღვაწლზე ისაუბრა.  

"დღეს არის ძალიან დიდი დღე თითოეული ქართველისთვის, არის იმ დიდი წმინდანის ხსენება, რომელიც ქართველთა განმანათლებელი და ასევე ქართველთა დედაა ღვთისმშობელთან ერთად. გავუფრთხილდეთ ერთმანეთს, ვიყვარებოდეთ ურთიერთარს, ისე, როგორც ქრისტემ შეგვიყვარა ჩვენ. ღმერთმა დაგლოცოთ,“ - აღნიშნა ბოდბელი მთავარეპისკოპოსმა, მეუფე იაკობმა.

დღის ამბები