10 აგვისტო 2026,   12:55
ვრცლად
"ევროკავშირის მოქალაქის მოთხოვნები და სტანდარტები იმდენად მაღალია, რომ მათი ნაწილი რომ უკმაყოფილო იყოს და მეტი უნდოდეს, სულაც არ არის გასაკვირი" - გიორგი შარაშიძე

POLITICO-მ სტრატეგიული კომუნიკაციების კომპანია FGS Global-ის კვლევის შედეგები გაავრცელა. გამოკითხვის მიხედვით, "ევროპელები პესიმისტურად არიან განწყობილი მსოფლიოში არსებული მდგომარეობის, მათი ქვეყნებისა და შტატების პრეზიდენტის მიერ შექმნილი საფრთხეების გამო".

IPSOS-ის შემდეგ, კომპანია FGS Global-ის ახალი კვლევები შეფასების თემაა საქართველოში. მმართველ გუნდში ამბობენ, რომ ეს კვლევა კიდევ ერთხელ ადასტურებს, რომ ბრიუსელის ევრობიუროკრატია კრიზისშია, არსებულმა მდგომარეობამ კი მოსახლეობაში ნიჰილიზმი გამოიწვია.

ნეგატიური შედეგების მიუხედავად, ევროკავშირის პრობლემებზე საუბარი არ სურს ოპოზიციას. პარლამენტის ფრაქცია "საქართველოსთვის" წევრი გიორგი შარაშიძე აცხადებს, რომ სულაც არ არის გასაკვირი, ევროკავშირის მოქალაქეს რომ მეტი უნდა. 

"ვერ დავეთანხმებით ამას. ევროკავშირში რამდენი ადამიანი უნდა გამოკითხო, რომ ღირებული ინფორმაცია მიიღო? - არ ვიცი, რა პესიმიზმზეა საუბარი. 

ევროკავშირის მოქალაქის მოთხოვნები და სტანდარტები იმდენად მაღალია, რომ მათი ნაწილი რომ უკმაყოფილო იყოს და მეტი უნდოდეს, სულაც არ არის გასაკვირი,"- აცხადებს შარაშიძე.

დღის ამბები