02 აგვისტო 2026,   15:04
ვრცლად
მაღაროელების შევიწროება ჭიათურაში - ძალადობაში მხილებული რამდენიმე ყოფილი მაღაროელის მიმართ გამამტყუნებელი განაჩენის შემდეგ ე.წ. საინიციატივო ჯგუფის წევრებმა მაღაროებში დასაქმებული მოქალაქეების შევიწროება დაიწყეს

მაღაროელების კამპანიური და მიზანმიმართული შევიწროება ჭიათურაში. ძალადობაში მხილებული რამდენიმე ყოფილი მაღაროელის მიმართ სასამართლოს გამამტყუნებელი განაჩენის შემდეგ ე.წ. საინიციატივო ჯგუფის წევრებმა მაღაროებში დასაქმებული მოქალაქეების შევიწროება დაიწყეს.

ამ მიზნით მათ შუქრუთის მაღაროსთან აქციაც გამართეს და თანამშრომლებს მაღაროს დირექტორთან დაპირისპირებისკენ მოუწოდეს. მაღაროში არსებულ ვითარებას დღეს ჭიათურის საწარმოების ხელმძღვანელი გაეცნო.

მიხაილ სოცკის განცხადებით, გარკვეულმა ჯგუფმა მიზანმიმართულად დაიწყო თანამშრომელთა ბულინგი, რაც მისი თქმით შუქრუთის მაღაროს პარალიზებას და წარმოების გაჩერებას ისახავს მიზნად. დირექტორმა კიდევ ერთხელ აღნიშნა, რომ კომპანია თანამშრომლების გვერდით დგას და ყველა საკითხის გადაწყვეტას მხოლოდ მშვიდობიანი და სამართლებრივი გზით ხედავს.

დღის ამბები