ჩვენი ერთ-ერთი პრიორიტეტია, ნაკლები უსახური ავტოფარეხისა და მოღობილების ნაცვლად, მეტი მწვანე სივრცის შექმნა გლდანის რაიონში, - აღნიშნულია გლდანის გამგებლის ბესიკ კალაძის განცხადებაში, რომელსაც სოციალურ ქსელში ავრცელებს.
"დღეს, დედაქალაქის მერმა, ბატონმა კახა კალაძემ, მთავრობის სხდომაზე გააჟღერა ინფორმაცია, რომ გლდანის გამგეობის მიერ, მე-6 მიკრორაიონის 22-ე კორპუსის მიმდებარედ სკვერი მოეწყობა. სამუშაოები, დაახლოებით, 1 500 კვ.მ ფართობზე ჩატარდება. პროექტის ფარგლებში, ტერიტორიაზე განთავსდება ბავშვთა გასართობი ზონა, მოეწყობა გარე განათებისა და სარწყავი სისტემები, ჩატარდება გამწვანების სამუშაოები - რულონური ბალახი დაიგება და ხე-მცენარეები დაირგვება. ასევე, სკვერისთვის საჭირო ინფრასტრუქტურა განთავსდება. ყველანაირად მოწესრიგდება აღნიშნული ტერიტორია.
შეგახსენებთ, რომ აღნიშნულ ტერიტორიაზე იყო უკანონო ავტოფარეხები და შემოღობვები. გლდანის რაიონის გამგეობის თანამშრომლების მიერ მოსახლეობასთან მოლაპარაკებით დემონტაჟი ჩაუტარდა უკანონო ავტოფარეხებს.
ჩვენი ერთ-ერთი პრიორიტეტია, ნაკლები უსახური ავტოფარეხისა და მოღობილების ნაცვლად, მეტი მწვანე სივრცის შექმნა გლდანის რაიონში“, - წერს კალაძე.