17 აგვისტო 2026,   13:30
ვრცლად
აზერბაიჯანი პრეზიდენტმა დავოსის ეკონომიკურ ფორუმზე, კავკასიის რეგიონის სტრატეგიულ სატრანზიტო მნიშვნელობაზე ისაუბრა - განცხადება, ქართული ოპოზიციისა და აქტივისტებისთვის ხელისუფლების კრიტიკის საფუძველი გახდა

აზერბაიჯანი პრეზიდენტმა დავოსის ეკონომიკურ ფორუმზე, კავკასიის რეგიონის სტრატეგიულ სატრანზიტო მნიშვნელობაზე ისაუბრა. ილჰამ ალივმა განმარტა, რომ სომხეთთან 30 წლიანი ომის დასრულების შემდეგ დაკავშირებადობის ახალი შესაძლებლობები გაჩნდა, რომელიც საქართველოზე გამავალი ცენტრალური გზების დანამატი იქნება. ალიევის თქმით, აზერბაიჯანმა ცალმხრივად, სომხეთისთვის რუსეთში გამავალი დერეფანიც გახსნა, რაც ერევანს უფრო მოკლე სავაჭრო გზით ტვირთების გადაზიდვის შესაძლებლობას მისცემს. ერთიანობაში კი კავკასიის, როგორც უსაფრთხო დერეფნის მნიშვნელობას გაზრდის.

აზერბაიჯანის ლიდერის დავოსში გაკეთებული განცხადება, ქართული ოპოზიციისა და აქტივისტებისთვის ხელისუფლების კრიტიკის საფუძველი გახდა. კონტექსტიდან ამოვარდნილი ციტატა და მის ირგვლივ დაწყებული მსჯელობა, თითქოს საქართველო დაკავშირებადობის კუთხით ფუნქციას კარგავს ქართულ სოციალურ და მედია სივრცეში ერთი დღე აქტიურად ტრიალებდა.

კრიტიკოსები მიზანმიმართულ სიცრუეში დღეს "ნეიტრალური საქართველოს" ერთ-ერთმა ლიდერმა ამხილა. ვატო შაქარიშვილმა ჯერ სოციალურ ქსელში და შემდგომ მედიაში განმარტა, რომ ალიევის განცხადების შინაარსის დამალვითა და ინტერპრეტირების მცდელობით ადგილობრივი აქტივისტებისა და მათი ლობისტების რეალური სურვილები გამჟღავნდა, რაც მშვიდობიანი განვითარების წინააღმდეგ ყველა მეთოდით ბრძოლაში გამოიხატება.

იმის მიუხედავად, რომ ალიევმა საქართველოსა და თურქეთში განხორციელებულ ინვესტიციებსა და სატრანზიტო მარშრუტების ათვისებაზე ისაუბრა, ოპოზიციურ პარტიებში დღეს მაინც ამტკიცებდნენ, რომ ქვეყანა შუა დერეფნის სტრატეგიულ ფუნქციას კარგავს. თუმცა არ განუმარტავთ, როგორ შეიძლება ეს სომხეთის აზერბაიჯანის გავლით რუსეთთან სატრანზიტო მარშრუტით დაკავშირებას მოჰყვეს.

ოპოზიციის განცხადებებს მათ მორიგ ლუსტრაციად აღიქვამენ მმართველ გუნდში. საპარლამენტო უმრავლესობაში დღეს, საქართველოს გეოპოლიტიკური და სატრანზიტო დატვირთვა კიდევ ერთხელ ახსნეს. თქვეს, რომ საქართველო აღმოსავლეთისა და დასავლეთის დაკავშირებადობის, ასევე კასპიის ზღვის წიაღისეულის ევროპაში გატანის ცენტრალური კორიდორია. ოპონენტების მხრიდან დამაზიანებელი განცხადებების გაკეთება კი გეოგრაფიას ფიზიკურად ვერ შეცვლის.

დავოსის ყოველწლიურ ეკონომიკურ ფორუმზე, თემატური სადისკუსიო პანელის ფარგლებში, აზერბაიჯანის პრეზიდენტმა კავკასიის რეგიონის სტრატეგიულ მნიშვნელობაზე და არსებულ სატრანზიტო გზებზე ისაუბრა. ილჰამ ალიევის აზრით, მშვიდობა რეგიონში, არსებული გამოწვევების ფონზე, ეკონომიკური პროგრესიის ახალ შესაძლებლობებს აჩენს.

დღის ამბები