09 აგვისტო 2026,   12:36
ვრცლად
სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტის განახლებული ვეტერინარული ლაბორატორიები განათლების მინისტრმა დაათვალიერა

სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტის ვეტერინარული ლაბორატორიები განახლდა.

სიმულაციური-სასწავლო კაბინეტები თანამედროვე სტანდარტების შესაბამისი მულაჟებით და ხელსაწყოებით სრულად აღიჭურვა, რაც ვეტერინარიის სტუდენტებს პრაქტიკული და კვლევითი უნარ-ჩვევების გამომუშავებაში დაეხმარება.

განათლების სამინისტროს დაფინანსებით, ასევე სრულად განახლდა უნივერსიტეტის პირველი სასწავლო კორპუსის სახურავი.

ჩატარებული სამუშაოების ღირებულება მილიონ ლარზე მეტია. განახლებული ლაბორატორიები განათლების მინისტრმა მოინახულა.

დღის ამბები