04 აგვისტო 2026,   21:17
ვრცლად
ხულოს, შუახევისა და ქედის მუნიციპალიტეტებში, თოვლის საფარისგან გზების გაწმენდითი სამუშაოები გვიან ღამემდე მიმდინარეობდა

ხულოს, შუახევისა და ქედის მუნიციპალიტეტებში, თოვლის საფარისგან გზების გაწმენდითი სამუშაოები გვიან ღამემდე მიმდინარეობდა. ამჟამად, ყველა ადმინისტრაციულ ერთეულთან დამაკავშირებელი გზა მოწესრიგებულია.

რაც შეეხება შიდა სასოფლო გზებს, პროცესი დღეს გაგრძელდება. სამუშაოებში ჩართულია აჭარის საავტომობილო გზების დეპარტამენტისა და მუნიციპალიტეტების მერიის შესაბამისი სპეციალური ტექნიკები.

მაღალი ზონის სოფლებში დაშვებულია მხოლოდ მაღალი გამავლობის სატრანსპორტო საშუალებების გადაადგილება შესაბამისი ზამთრის საბურავებით. ელექტროენერგია მუნიციპალიტეტის ყველა აბონენტს მიეწოდება.

დღის ამბები