ევროპასა და ამერიკის შეერთებულ შტატებს შორის გრენლანდიის საკითხზე ესკალაცია გრძელდება.
საკითხზე ვაშინგტონის პოზიცია აშშ-ის სახაზინო მდივანმა, დააფიქსირა. სკოტ ბესენტმა თქვა, რომ კუნძულის დაცვა მხოლოდ იმ შემთხვევაში იქნება შესაძლებელი, თუ ის აშშ-ის ნაწილი იქნება. დანიის საგარეო საქმეთა მინისტრი კი აცხადებს, რომ ,გრენლანდიის კრიზისის მოსაგვარებლად, დანია აშშ-თან დიპლომატიურ ურთიერთობას გააგრძელებს.
ერთობლივ განცხადებას ავრცელებს და დანიის ტერიტორიულ მთლიანობას მხარს უჭერს NATO-ს 8 სახელმწიფო. ფინეთის, საფრანგეთის, გერმანიის, ნიდერლანდების, ნორვეგიის, შვედეთისა და დიდი ბრიტანეთის ერთობლივ ტექსტში ნათქვამია, რომ შტატების მხრიდან ტარიფებით მუქარა ძირს უთხრის ტრანს-ატლანტიკურ ურთიერთობებს და სახიფათო ე.წ. დაღმავალი სპირალის საფრთხეს ქმნის.