სამხრეთ აფრიკაში, მოზამბიკსა და ზიმბაბვეში ძლიერი წვიმებისა და წყალდიდობის შედეგად 100-ზე მეტი ადამიანი დაიღუპა. მეტეოროლოგების პროგნოზით, აფრიკის კონტინენტის სამხრეთ ნაწილში მომდევნო დღეებში სტიქიის გაძლიერებაა მოსალოდნელი.
ცენტრალურ და სამხრეთ მოზამბიკში, ბოლო ცნობებით, 200 000-ზე მეტი ადამიანი დაზარალდა, ათასობით სახლი დაზიანდა და ევაკუაცია ათიათასობით ადამიანს ესაჭიროება.
მედიის ცნობით, წყალდიდობამ ასევე მოიცვა კუნძულოვანი სახელმწიფო მადაგასკარი, მალავი და ზამბია.