19 ივნისი 2026,   02:48
ვრცლად
ევროსტრუქტურების მმართველობის სტანდარტი - "ქართულ ოცნებაში" აცხადებენ, რომ ურსულა ფონ დერ ლაიენი ევროკავშირის პოლიტიკურ, ხოლო კაია კალასი იდეოლოგიურ კრიზისს გამოხატავს

პარლამენტის ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარის განცხადებით მიზეზი, რის გამოც ევროპის პოლიტიკური სპექტრი თვითდინების რეჟიმზეა, ევროკავშირის მმართველობაში მყოფი ლიდერები არიან. გასულ1 წელში ევროკომისიის პრეზიდენტის წინააღმდეგ უნდლობლობის პროცედურა ხელახლა იწყება. გლობალური გამოწვევების ფონზე კი საგარეო საკითხებში ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენელი გამოსავალს ალკოჰოლში ხედავს. "ქართულ ოცნებაში" აცხადებენ, რომ ურსულა ფონ დერ ლაიენი ევროკავშირის პოლიტიკურ, ხოლო კაია კალასი იდეოლოგიურ კრიზისს გამოხატავს.

მსოფლიოში არსებული ვითარების ფონზე, კაია კალასისთვის პრობლემების გადაჭრის გზა პოლიტიკური გადაწყვეტილებების ნაცვლად, ალკოჰოლის მიღებაშია. გამოცემა პოლიტიკოს ინფორმაციით, ეს ევროკავშირის უმაღლესმა წარმომადგენელმა ევროპელ კანონმდებლებსაც ურჩია და უთხრა, რომ თვითონ სასმლის მოყვარული არ არის, თუმცა მიიჩნევს, რომ ალკოჰოლის მიღებისთვის ახლა შესაძლოა ყველაზე კარგი დრო იყო.

კაია კალასის განცხადებას ინტერნეტში განხილვა მოჰყვა. ლატვიის საგარეო მინისტრმა კალასს საკუთარი ქვეყნის მიერ წარმოებული ჯინის მიღება შესთავაზა. ესტონეთის საგარეო მინისტრმა მარგუს ცაჰკნამ ლატვიელ კოლეგას პლატფორმა იქსზევე უპასუხა და დაწერა, რომ ძველ სასმელებთან შედარებით ბაიბა ბრაჟეს რჩევა უფრო დახვეწილი ჩანს.

ვიდრე ევროკავშირის წევრი ქვეყნების ლიდერების ნაწილი ალკოჰოლური სასმელების განხილვით იყო დაკავებული, ევროკომისიის პრეზიდენტის ურსულა ფონ დერ ლაიენის უნდობლობის პროცედურის დაწყება დღის წესრიგში კიდევ ერთხელ დაბრუნდა. ევროპარლამენტში პოლიტიკური ჯგუფი "პატრიოტები ევროპისთვის" ფონ დე ლაიენის მმართველობას აკრიტიკებენ და თანამდებობიდან მისი გადაყენების აუცილებლობაზე საუბრობენ. მიზეზი ევროკავშირის მიერ სამხრეთ ამერიკის ქვეყნებთან თავისუფალი ვაჭრობის შესახებ დადებული შეთანხმებაა. ევროკომისიის პრეზიდენტის მოწინააღმდეგეები აცხადებენ, რომ ბრიუსელმა და პარიზმა ევროპელი ფერმერებს ინტერესები დააზიანეს.

ევროკავშირში მიმდინარე პროცესების განხილვა ოპოზიციას არ სურს. დეტალებზე საუბარი არ უნდათ და ამბობენ, რომ კრიტიკა დემოკრატიის ნაწილია.

ევრობიუროკრატია, რომ ევროპული საზოგადოების ინტერესებს აცდენილია, ამაზე თბილისში დიდი ხანია საუბრობენ. მმართველ გუნდში მიაჩნიათ, რომ ევროკავშირში მიმდინარე პროცესები ადასტურებს, რომ ბრიუსელის ბიუროკრატია გარედან მიღებული დღის წესრიგით მოქმედებს.

ევროკომისიის პრეზიდენტის წინააღმდეგ უნდობლობის მორიგი პროცედურა უახლოეს მომავალში უნდა დაიწყოს. პარალელურად, სლოვაკეთის პრემიერი თანამდებობიდან კაია კალასის გადაყენების აუცილებლობაზე საუბრობს.

დღის ამბები