თბილისის საერთაშორისო აეროპორტის გაფართოების პროექტის პრეზენტაცია გაიმართა. ღონისძიებას პრემიერ-მინისტრი დაესწრო. მისი განცხადებით, აეროპორტის გაფართოებისთვის განხორციელდება 150 მილიონი დოლარის ინვესტიცია, რაც მის გამტარუნარიანობას მნიშვნელოვნად გაზრდის და ამასთან ერთად, მგზავრთა მომსახურების ხარისხს გააუმჯობესებს. აეროპორტის გაფართოების შესახებ ხელშეკრულებას ხელი ფრანგულ კომპანია "ეიდიპი" ჯგუფთან მოეწერა.
როგორც Groupe ADP-ის თავმჯდომარე ფილიპე პასკალმა განაცხადა, თბილისის აეროპორტი უფრო დიდი და უსაფრთხო გახდება იმისათვის, რომ უფრო მეტი მგზავრის მომსახურება მოახერხოს:
"ჩვენ ვესწრებით საეტაპო მოვლენას საქართველოს სამოქალაქო ავიაციის ისტორიაში. ერთად აღვნიშნავთ ახალი თავის დაწყებას, ჩვენი განვითარების ისტორიაში. წარსული წარმატების საფუძველზე, ჩვენ გავხდით თბილისის აეროპორტს უფრო დიდს და უსაფრთხოს იმისათვის რომ უფრო მეტი მგზავრის მომსახურება მოახერხოს და ბრწყინვალე იყოს მომსახურების ხარისხი. ჩვენ პირველივე დღიდან, 2006 წელს დავიწყეთ მუშაობა, 2 აეროპორტი გადმოვიდა ჩვენს მართვაში, 230 მილიონი ინვესტიცია უკვე განვახორციელეთ და ჩვენი ერთგულება საქართველოს ხელისუფლებასთან თანამშრომლობასთან ერთად და სამოქალაქო ავიაციის უწყებებთან ერთად, ჩვენს ბიზნეს პარტნიორებთან ერთად უკვე ხელშესახები შედეგით აღინიშნება. ჩვენ ძალიან ბევრ ქვეყანაში ვმართავთ აეროპორტებს, მთელ მსოფლიოში და ეს მიდგომა გვაძლევს საშუალებას რომ ვიამაყოთ იმისთვის რაც საქართველოში კეთდება სამოქალაქო ავიაციის სფეროში. მინდა მადლობა გადავუხადო საქართველოს პრემიერ-მინისტრს და მთავრობას იმისათვის, რომ უწყვეტი იყო მათი ნდობა და მხარდაჭერა. ჩვენ სრულად ერთგულნი ვართ ინვესტიციების მიმართ და ჩვენი თანამშრომლობა კიდევ უფრო პროგრესული იქნება,"- აცხადებს Groupe ADP-ის თავმჯდომარე ფილიპე პასკალი.