შინაგან საქმეთა სამინისტროს აჭარის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, 1991 წელს დაბადებული, წარსულში სხვადასხვა დანაშაულისთვის ნასამართლევი ა.ი. განზრახ მკვლელობის მცდელობის ბრალდებით დააკავეს.
უწყების ცნობით, გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულმა ბათუმში, ურთიერთშელაპარაკებისას, 2003 წელს დაბადებულ ა.დ. - ს ცივი იარაღის გამოყენებით სხეულზე მძიმე დაზიანებები მიაყენა და შემთხვევის ადგილიდან მიიმალა.
"დაჭრილი მამაკაცი სამედიცინო დაწესებულებაში მოათავსეს. სამართალდამცველებმა ჩატარებული სამძებრო და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, ა.ი. ბრალდებულის სახით მოსამართლის განჩინების საფუძველზე დააკავეს", - აღნიშნულია შსს-ს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.
მათივე ცნობით, განზრახ მკვლელობის მცდელობის ფაქტზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 19-108-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც 15 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.