ქართული თეატრის დღე აღნიშნეს ახალციხეში. მუნიციპალიტეტის მერმა ვარლამ წიკლაურმა მესხეთის სახელმწიფო დრამატული და ახალციხის თოჯინების სახელმწიფო თეატრების მსახიობებს უმასპინძლა.
ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლებმა მსახიობებს პროფესიული დღე მიულოცეს და ხელოვნების სფეროში ნაყოფიერი მოღვაწეობისათვის მადლობის სიგელები გადასცეს.