იულია ტიმოშენკო უკრაინის ანტიკორუფციულმა ბიურომ და პროკურატურამ ეჭვმიტანილად ცნეს. გამოძიების ვერსიით, ტიმოშენკო დეპუტატებს ფულს სთავაზობდა, რათა პარლამენტში მათი მხარდაჭერა მიეღო.
"ბატკივშინას" ოფისში ჩხრეკა ჩატარდა. უკრაინის უსაფრთხოების სამსახურმა ასევე პარტია "ხალხის მსახურის" ლიდერის, დავით არახამიას ოფისიც გაჩხრიკა.
მედიის ინფორმაციით, რეიდი შესაძლოა პარლამენტის კენჭისყრის დროს უმაღლესი რადას დეპუტატების მოსყიდვის საქმეს უკავშირდებოდეს.