12 აგვისტო 2026,   00:56
ვრცლად
საქართველოს მთავრობის მეთაურის ოფიციალური ვიზიტი აბუ-დაბიში გრძელდება - პრემიერი დღეს საერთაშორისო პლატფორმაზე სიტყვით გამოვა

საქართველოს მთავრობის მეთაურის ოფიციალური ვიზიტი აბუ-დაბიში გრძელდება. ირაკლი კობახიძე მდგრადი განვითარების კვირეულის სამიტში მონაწილეობს. რომლის მთავარი თემა არის - თანამშრომლობა, ინვესტიციები და ინოვაციები.

საქართველოს პრემიერ-მინისტრი დღეს საერთაშორისო პლატფორმაზე სიტყვით გამოვა. ის ისაუბრებს შუა დერეფნის მნიშვნელობაზე, საქართველოს როლზე, ანაკლიის პორტის მშენებლობასა და განვითარებაზე.

ირაკლი კობახიძე უკვე შეხვდა აბუ-დაბის პორტების ჯგუფის რეგიონულ დირექტორს, ერთ-ერთი უმსხვილესი საინვესტიციო კომპანია "დამაქ ფროფერთის" დამფუძნებელს, კომპანია პრიპკოს აღმასრულებელ დირექტორს, ასევე ერთ-ერთი უმსხვილესი დეველოპერული კომპანია "იგლ ჰილსის" დამფუძნებელს. მთავრობის მეთაურმა კიდევ ერთხელ გაუსვა ხაზი საქართველოს ისტორიაში უმსხვილესი საინვესტიციო პროექტის განსაკუთრებულ მნიშვნელობას და აღნიშნა, რომ ის ქართული ეკონომიკის განვითარებას ახალ სტიმულს მისცემს.

დღის ამბები