მესამე დღეა, თბილისი არენაზე კარატეს პრესტიჟული საერთაშორისო ტურნირი მიმდინარეობს. შეჯიბრებას საქართველო მეორედ მასპინძლობს.
წელს, შეჯიბრებაზე 77 ქვეყნის 1,300-ზე მეტი სპორტსმენი დარეგისტრირდა. ტატამზე ამ დროისათვის ხუთი ქართველი კარატისტი გამოვიდა. ტურნირი დღეს დასრულდება.