12 აგვისტო 2026,   02:37
ვრცლად
მაშინ, როდესაც განსაკუთრებულად ტურბულენტური მოვლენები მიმდინარეობს საერთაშორისო მასშტაბით და იცვლება მთელი მსოფლიოს წესრიგი, ამ მოვლენებში საქართველო რომ გადარჩეს, პრაგმატული ნაბიჯების გადადგმაა აუცილებელი - არჩილ გორდულაძე

"რა დარჩა "კოლექტიურ ნაცმოძრაობას"? მხოლოდ და მხოლოდ სხვადასხვა ქვეყანაში არსებული მოვლენების საქართველოში გადმოტანის ილუზია და გადმოტანაზე ოცნება, - ამის შესახებ პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ, არჩილ გორდულაძემ ვენესუელაში განვითარებულ მოვლენებზე შალვა პაპუაშვილის განცხადების შეფასებისას აღნიშნა.

პოლიტიკოსის განმარტებით, ტერიტორიული მთლიანობის აღდგენის საკითხში, პრაგმატული და ცივსისხლიანი გადაწყვეტილებების მიღებაა საჭირო, ამისთვის კი პრიორიტეტები სწორად უნდა განისაზღვროს.

"რა დარჩა "კოლექტიურ ნაცმოძრაობას"? მხოლოდ და მხოლოდ სხვადასხვა ქვეყანაში არსებული მოვლენების საქართველოში გადმოტანის ილუზია და გადმოტანაზე ოცნება. ჯერ საუბრობდნენ, რომ მაიდანი უნდა მოხდეს ჩვენს ქვეყანაში, მერე მოეწონათ ნეპალში მიმდინარე მოვლენები, ახლა - ვენესუელის მოდელი. ყველამ კარგად დაიმახსოვროს, რომ ჩვენ ვცხოვრობთ საქართველოში, ჩვენი სამშობლო არის საქართველო და მხოლოდ საქართველოში მიიღება საქართველოსთან დაკავშირებული გადაწყვეტილებები.

მაშინ, როდესაც განსაკუთრებულად ტურბულენტური მოვლენები მიმდინარეობს საერთაშორისო მასშტაბით და იცვლება მთელი მსოფლიოს წესრიგი, რომელიც ჩამოყალიბდა მეორე მსოფლიო ომის დასრულების შემდეგ, ამ მოვლენებში საქართველო რომ გადარჩეს, პრაგმატული ნაბიჯების გადადგმაა აუცილებელი. პრიორიტეტების განსაზღვრა და შესაბამისი მიზნის მიღწევა, როგორიც არის ჩვენი ქვეყნის დეოკუპაცია და ტერიტორიული მთლიანობის აღდგენა. სწორედ ამ საკითხს სჭირდება პრაგმატული და ცივსისხლიანი გადაწყვეტილებების მიღება და, მეორე მხრივ, მზარდი ეკონომიკა და, ეკონომიკის ზრდის ფონზე, ქართველი ხალხის სოციალური კეთილდღეობის უზრუნველყოფა", - განაცხადა არჩილ გორდულაძემ.

ქვეყნის ტერიტორიული მთლიანობის აღდგენა და ხალხის კეთილდღეობის უზრუნველყოფა - საქართველოს ხელისუფლების ორი მთავარი ამოცანის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარემ დაწერა. 

შალვა პაპუაშვილის თქმით, ტერიტორიული მთლიანობისთვის ბრძოლაში პოლიტიკური სენტიმენტებისა და ილუზიების ადგილი არ არის, სახელმწიფო და ხელისუფლება, რომელიც საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას არ აღიარებს, ვერასოდეს იქნება ქართველი ხალხის მეგობარი.

სპიკერის შეფასებით, ვენესუელაში ჩატარებულმა ოპერაციამ ისიც დაადასტურა, რომ ევროკავშირი, როგორც საერთაშორისო წესრიგის გარანტი და მსოფლიო გეოპოლიტიკური მოთამაშე, აღარ არსებობს.

დღის ამბები