12 აგვისტო 2026,   06:41
ვრცლად
საკოორდინაციო კომისიის შემადგენლობა, რომელიც სასურსათო პროდუქციის ფასებთან დაკავშირებით იმუშავებს, დამტკიცდა

საკოორდინაციო კომისიის შემადგენლობა, რომელიც სასურსათო პროდუქციის ფასებთან დაკავშირებით იმუშავებს დამტკიცდა. კომისიას პრემიერ-მინისტრი უხელმძღვანელებს.

კომისიის შემადგენლობაში არიან ეკონომიკის, სოფლის მეურნეობის, ფინანსთა და ჯანდაცვის მინისტრები, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსი, მთავრობის ადმინისტრაციის ხელმძღვანელი და კონკურენციის სააგენტოს თავმჯდომარე. კიდევ ერთი კომისია საგაზაფხულო სესიაზე პარლამენტშიც შეიქმნება. 24 დეკემბერს პრემიერ-მინისტრმა განაცხადა, რომ სასურსათო პროდუქტებზე ქართულ და ევროპულ ფასებს შორის სხვაობა დიდია, რასაც სადისტრიბუციო კომპანიებისა და ქსელური მაღაზიების მაღალი ფასნამატი განაპირობებს, რომელიც საზღვრიდან დახლამდე საშუალოდ 86-ს პროცენტს შეადგენს.

დღის ამბები