12 აგვისტო 2026,   06:04
ვრცლად
თეთრი, ხვეული ტოტები და საუკუნოვანი ტრადიცია - ჩიჩილაკი საქართველოში ახალი წლის ერთ-ერთი მთავარი სიმბოლოა

თეთრი, ხვეული ტოტები და საუკუნოვანი ტრადიცია - ჩიჩილაკი საქართველოში ახალი წლის ერთ-ერთი მთავარი სიმბოლოა. ჩიჩილაკის ისტორია ფესვებს დასავლეთ საქართველოდან იღებს და ის სიახლესთან და სიცოცხლესთან ასოცირდება.
 
ქართული ნაძვის ხე - ფორმის გამო, ჩიჩილაკს დასავლეთ საქართველოში სწორედ ასე უწოდებენ. ეთნოლოგები ამბობენ, რომ ახალი წლის ქართულმა სიმბოლომ წლებსაც გაუძლო და საუკუნეებსაც, როგორც ვიზუალურად, ისე - სიმბოლური დატვირთვით.
 
დღეს ჩიჩილაკის დამზადება, ტრადიციასთან ერთად, უკვე პროფესიაა. განსაკუთრებით დასავლეთ საქართველოში, სადაც ოსტატები მთელი წლის განმავლობაში ემზადებიან საახალწლო სეზონისთვის.

ჩიჩილაკს ხშირად "ბასილის წვერს" უწოდებდნენ. მეცნიერები ამბობენ, რომ სახელწოდება უკავშირდება წმინდა ბასილი დიდს, რომლის ხსენების დღეც ახალი წლის პერიოდს ემთხვევა.

თეთრი ხვეულებით მორთული ჩიჩილაკი ყოველ ახალ წელს გვახსენებს, რომ ყველაზე ღირებული ტრადიციები დროს უძლებს. დღეს ჩიჩილაკს ქართულ ოჯახებში ნაძვის ხესთან დგამენ, დღესასწაულების დასრულების შემდეგ კი წვავენ, რადგან სჯერათ, რომ ამით პრობლემები და ნეგატიური ენერგია წარსულს ბარდება, წინ კი სიახლეების, წარმატებისა და გამოწვევების დროა.

 

ავტორი: მარიამ ჟორჟოლიანი

დღის ამბები