18 ივნისი 2026,   22:46
ვრცლად
კრიტიკა ევროკავშირის სანქციების პოლიტიკის მიმართ - შვეიცარიელი მკვლევარი ევროკავშირის მიერ საკუთარი მოქალაქეების წინააღმდეგ სანქციების გამოყენების პრაქტიკას, პოლიტიკურ დევნად და განსხვავებული აზრის ჩახშობად აფასებს

"ექსტრა ლეგალური" სანქციების რეჟიმი: გზა ტოტალიტარული მომავლისკენ" - ამ სათაურით შვეიცარიელი მკვლევარი პასკალ ლოტასი ევროკავშირის მიერ საკუთარი მოქალაქეებისა და რეზიდენტების წინააღმდეგ სანქციების გამოყენების პრაქტიკას მიმოიხილავს, რასაც პოლიტიკურ დევნად და განსხვავებული აზრის ჩახშობად აფასებს. ლოტასი კონკრეტულ მაგალითებზე დაყრდნობით წერს, რომ ბრიუსელში შეიქმნა სადამსჯელო სისტემა, რომელიც საგარეო პოლიტიკის მექანიზმების გამოყენებით, საკუთარი მოქალაქეების ქცევას "არასასურველად" აცხადებს, შედეგად კი მათ წინააღმდეგ წარმოუდგენლად მკაცრს ზომებს აწესებს, ყოველგვარი სასამართლო პროცესისა და გამამტყუნებელი განაჩენის გარეშე.

არის თუ არა ევროკავშირის მოქალაქეებსა და რეზიდენტებზე დაწესებული სანქციები უკანონო? - კიოტის უნივერსიტეტის პროფესორი წერს, რომ სანქციები ფორმალურად კანონიერად მიიღება, თუმცა ის არღვევს ევროკავშირის სამართალს ინდივიდუალური თავისუფლების დაცვის სფეროში. სიაში მოხვედრას კი დამანგრეველი ეფექტი აქვს იმ ადამიანებისთვის, ვისაც ეს ეხება. ცნობილია, რომ ევროკავშირის მიერ დასანქცირებულ ათეულობით პირს შორის არიან ანალიტიკოსები, ჟურნალისტები, ასევე შვეიცარიის არმიის ყოფილი პოლკოვნიკი. ევრობიუროკრატების გადაწყვეტილებებზე სტატიის ავტორი საკუთარ ვიდეომიმართვაშიც საუბრობს.

კურსის შეცვლისკენ ბრიუსელს ვაშინგტონიდან ოფიციალურადაც მიუთითეს - ჯერ ეროვნული უსაფრთხოების სტრატეგიით, მოგვიანებით კი ოფიციალური გადაწყვეტილებით. რამდენიმე დღის წინ ამერიკული სანქციები თავად ევროკავშირის 5 მოქალაქეს დაუწესდა - ცენზურისა და სიტყვის თავისუფლების ჩახშობის მიზეზით. სავიზო შეზღუდვა შეეხო ყოფილ ევროკომისარს, ასევე ევროპული ენჯეო სექტორის წარმომადგენლებს, რაც თავად ევროკავშირის კონკრეტულ ქვეყნებში, ამერიკის მხრიდან, ევროპულ სუვერენიტეტზე თავდასხმად შეაფასეს. არასამთავრობო ორგანიზაციების სამთავრობო მიზნებზე ტრამპის ადმინისტრაცია ხელისუფლებაში მოსვლისთანავე ალაპარაკდა. ერთ-ერთი იყო ილონ მასკიც, რომელიც USAID-ის მხრიდან ფერადი რევოლუციების მცდელობების დაფინანსებაზე ამ დრომდე მიუთითებს.

X-ის დამფუძნებელი საკუთარ სოციალურ ქსელში ეხმაურება ინფორმაციას იმის შესახებ, რომ "USAID-ი ერთდროულად აფინანსებდა როგორც არჩევნების გაყალბების ტექნოლოგიას, რომელსაც 2020 წლის არჩევნები უნდა მოეპარა, ასევე აწარმოებდა და ავრცელებდა "შეიარაღებულ ვირუსს". დამთხვევა იყო, თუ არა, რომ „კოვიდი“ ზუსტად 2020-ი წლის არჩევნების პერიოდში გაჩნდა? განცხადებაში, რომელსაც მასკი აზიარებს, აღნიშნულია, რომ USAID-ი აფინანსებდა, როგორც ვუჰანის ლაბორატორიის კვლევას, ასევე საარჩევნო სისტემებს.

არასამთავრობო ორგანიზაციებისა და ევრობიუროკრატების საერთო მიზნებზე დიდი ხანია საუბრობს "ქართული ოცნებაც". მმართველ გუნდში ამბობენ, რომ ბრიუსელის მოქმედი ხელმძღვანელობის პოლიტიკის მოსალოდნელ ნეგატიურ შედეგებზე ხმამაღლა დღეს გაცილებით ბევრი ალაპარაკდა. მათ შორის ის ანალიტიკოსები და ჟურნალისტები, რომლებსაც ევროკავშირში სწორედ განსხვავებული აზრის მიუღებლობის გამო ასანქცირებენ.

"ასე კვდება დემოკრატია - აღმასრულებელი ბრძანებულებით და ბიუროკრატიული თვითკმაყოფილებით" - წერს სტატიის ავტორი, რომელიც ბრიუსელში განვითარებული პროცესების ფონზე, კიდევ უფრო მძიმე სცენარს პროგნოზირებს.

დღის ამბები