08 ივნისი 2026,   14:41
ვრცლად
პოლიციამ ბათუმში მომხდარი განზრახ მკვლელობის მცდელობის ფაქტი გახსნა - დაკავებულია უცხო ქვეყნის მოქალაქე

შინაგან საქმეთა სამინისტროს აჭარის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა,განზრახ მკვლელობის მცდელობის ბრალდებით 1988 წელს დაბადებული თურქეთის რესპუბლიკის მოქალაქე - ჰ.ქ. დააკავეს.

გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულმა ბათუმში, ყოფით ნიადაგზე დაწყებული ურთიერთშელაპარაკებისას, ნაცნობს - თურქეთის მოქალაქეს, 1984 წელს დაბადებულ ბ.ს.-ს ცივი იარაღის გამოყენებით სხეულზე ჭრილობები მიაყენა და შემთხვევის ადგილიდან მიიმალა.

დაშავებული მამაკაცი სამედიცინო დაწესებულებაში მოათავსეს. პოლიციამ ჩატარებული საგამოძიებო მოქმედებების შედეგად ჰ.ქ. ბრალდებულის სახით დააკავა. დანაშაულის ჩადენის იარაღი - დანა ნივთმტკიცებადაა ამოღებული. გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 19-108-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც 15 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

დღის ამბები