03 აგვისტო 2026,   16:16
ვრცლად
სოფელ შაუმიანში პატარებს საახალწლო განწყობას სხვა ყველაფერთან ერთად თოჯინების თეატრი უქმნის - მეზღაპრე არმენ ოგანესიანი ჯადოსნურ სამყაროს უკვე 15 წელია ქმნის

ქვემო ქართლი, დაბა შაუმიანი - ამინდი ახალი წლის მოახლოებაზე არ მიგვანიშნებს. არც თოვლი და არც სუსხი, პირიქით, მაგრამ განწყობის შექმნა თბილ ამინდშიც მარტივია თუ სკოლის შემდეგ თანატოლები საახალწლო ზღაპრის სანახავად მიდიან.

ბავშვების საახალწლო განწყობაზე, საკუთარ სახლში მოწყობილი თოჯინების თეატრის იდეის ავტორი-მეზღაპრე, უკვე 15 წელია ზრუნავს.

ერთი არა, ახლა მის წარმოდგენებს ბევრი ესწრება და კიდევ უფრო მეტი ელოდება. ის  ყველაზე მრავალეთნიკური რეგიონის ახალ თაობას აერთიანებს და საკუთარი სახლის მისაღებ ოთახში მოწყობილ მაყურებელთა დარბაზში მასპინძლობს.

სხვადასხვა ეროვნების, კულტურის და ტრადიციის პატარა წარმომადგენლებს, ამ თეატრის გარდა, ქართული ენა და საერთო მიწა აერთიანებთ.

საერთო დღესასწაულისთვის მზადება დაწყებულია. სამზადისში ჩართულია ყველა - დიდიც და პატარაც, მეზღაპრეც და თოჯინაც. აქ ახალი წელი მულტიკულტურული ზღაპარია, რომელიც გვახსენებს, რომ მრავალფეროვნება სიმდიდრეა, ხოლო ერთობა ყველაზე ლამაზი დღესასწაული.

დღის ამბები