ხელვაჩაურში საახალწლო კონცერტი გაიმართა. სტუმრების განწყობაზე ადგილობრივი და მიწვეული მომღერლები ზრუნავენ. ზღაპრის გმირების წარმომადგენლები და საბავშვო აქტივობები - საახალწლო პროგრამა ყველა ასაკისა და გემოვნების სტუმარზეა მორგებული.
გარდა გასართობი აქტივობებისა, დღესვე, წარჩინებული სტუდენტების დაჯილდოებაც გაიმართა.
ავტორი: ია გოლიაძე