12 აგვისტო 2026,   09:32
ვრცლად
"მხოლოდ არის ინტერნეტ აპლიკაციის კომუნიკაცია, ისიც მხოლოდ WIFI-ზე. ისიც კი არ აქვთ დადგენილი, ამ WIFI-ზე რა მოწყობილობით იყო დაკავშირებული, იყო თუ არა ბაჩო ახალაია დაკავშირებული ან სხვა პირი" - ადვოკატი

ჯგუფური ძალადობის ორგანიზებისა და ხელმძღვანელობის ფაქტებზე ბრალდებულ ბაჩო ახალაიას სასამართლომ აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეუფარდა. მოსამართლემ პროკურატურის შუამდგომლობა დააკმაყოფილა.

ბრალდების მხარემ დააყენა სხდომის დახურვის შუამდგომლობაც, რადგან, პროკურორების განმარტებით, მოწმეთა შესახებ არსებობს პერსონალური ინფორმაცია. დაცვის მხარე აღნიშნულ შუამდგომლობას არ დაეთანხმა, თუმცა, სხდომა დაიხურა.

"საქმეში არანაირი პერსონალური ინფორმაცია გაჟღერებული არ ყოფილა. ანუ, თეორიულად, პოლიციის თანამშრომელი, საჯარო სამსახურის თანამშრომელი ისედაც ყველა საქმეში მათი პერსონალური მონაცემები ცნობილია. ამ საფუძვლით შეიძლება ყველა საქმე დახურო. ეს არ შეიძლება. ეს არის საჯაროობის პრინციპის დარღვევა. არანაირი მტკიცებულება არ არის. შეგიძლიათ პროკურორსაც კითხოთ. მხოლოდ და მხოლოდ არის ინტერნეტ აპლიკაციის კომუნიკაცია, ისიც მხოლოდ WIFI-ზე. ისიც კი არ აქვთ დადგენილი, ამ WIFI-ზე რა მოწყობილობით იყო დაკავშირებული, იყო თუ არა ბაჩო ახალაია დაკავშირებული ან სხვა პირი," - ამბობს ადვოკატი, მალხაზ ველიჯანაშვილი. 

დღის ამბები