ჩუღურეთის რაიონში ტრადიციული საახალწლო კვირეული გაიმართა. მრავალშვილიან ოჯახებს, ფრაქცია "ქართული ოცნების" თავმჯდომარის მოადგილის, რიმა ბერაძის ინიციატივით, საახალწლოდ პროდუქტი და საჩუქრები გადაეცათ. ეს ერთგვარ ტრადიციად იქცა, რომ ყოველ წელს, წინასაახალწლო პერიოდში, პარლამენტის წევრთან იგზავნება წერილები პატარებისგან, რომლებიც საკუთარ სურვილებზე წერენ.
რიმა ბერაძემ კერძო სექტორთან თანამშრომლობით წელს საჩუქარი 550 ოჯახს გაუგზავნა.