22 აგვისტო 2026,   15:38
ვრცლად
"ჩვენი მიზანია, კიდევ უფრო მეტი ახალგაზრდა მოვიზიდოთ "ქართულ ოცნებაში" და საკუთარი უნარების გამოვლენის შესაძლებლობა მივცეთ" - ვარლამ ლიპარტელიანი

"რა თქმა უნდა, ეს ჩემთვის დიდი პატივი და დაფასებაა, ნდობა, რომელიც ჩვენმა გუნდმა გამომიცხადა, უდიდესი პასუხისმგებლობის გრძნობასთან ერთად ძალიან დიდ მოტივაციასაც მიჩენს. აუცილებლად ახალი ფურცლიდან უნდა დავიწყოთ ჩვენი ორგანიზაციის გაუმჯობესებაზე ფიქრი, უნდა დავიბრუნოთ ის უდიდესი ენერგია, გამოვიყენოთ ის უმნიშვნელოვანესი პოტენციალი, რომელიც თითოეულ ახალგაზრდას გააჩნია," - ამის შესახებ ვარლამ ლიპარტელიანმა "ქართული ოცნების" ახალგაზრდული ორგანიზაციის თავმჯდომარედ არცევის შემდეგ განაცხადა.

"ჩვენი მიზანია, კიდევ უფრო მეტი ახალგაზრდა მოვიზიდოთ "ქართულ ოცნებაში" და საკუთარი უნარების გამოვლენის შესაძლებლობა მივცეთ. ჩვენი დიდი სურვილი და მიზანია, რომ საქართველოში ერთხელ და სამუდამოდ დამკვიდრდეს ის ტრადიცია, როდესაც ახალგაზრდები წარმატებას საკუთარი ცოდნის, მონდომების, გაკეთებული საქმის მიხედვით მიაღწევენ, როდესაც ჩვენ მომავალ თაობას ექნება სტიმული, დარწმუნებულები იქნებიან, რომ წინსვლის ერთადერთი გზა შრომასა და ნიჭზე გადის," - განაცხადა ვარლამ ლიპარტელიანმა.

დღის ამბები