ზუგდიდის მუნიციპალიტეტში ნარჩენების განთავსების თანამედროვე ობიექტი ოპერირებას 2026 წლის მეორე ნახევარში დაიწყებს.
გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილე არასახიფათო ნარჩენების განთავსების ობიექტის მშენებლობის პროცესსა და მუყაო - ქაღალდის განცალკევებულად შეგროვების საპილოტე პროექტს გაეცნო.