04 აგვისტო 2026,   04:19
ვრცლად
სუს-ის ცნობით, 4 ოქტომბრის დანაშაულებრივ მოვლენებს ინტერნეტ აპლიკაციის მეშვეობით ხელმძღვანელობდა და საქართველოში მთავარი ორგანიზატორი იყო ბაჩო ახალაია

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ინფორმაციით, 4 ოქტომბრის მოვლენების მთავარი ორგანიზატორი იყო თავდაცვის ყოფილი მინისტრი ბაჩო ახალაია.

როგორც სუს-ში განმარტეს, რომ მოვლენებს ის ინტერნეტ - აპლიკაციის მეშვეობით ხელმძღვანელობდა და კომუნიკაცია ჰქონდა უკვე დაკავებულ ორგანიზატორებთან.

"მოსამართლის განჩინების საფუძველზე ამოღებული ინფორმაციის დამუშავების შედეგად დადგინდა, რომ 4 ოქტომბრის დანაშაულებრივი მოვლენების დროს აღნიშნულ მოვლენებს ინტერნეტ - აპლიკაციის მეშვეობით ხელმძღვანელობდა და საქართველოში მთავარი ორგანიზატორი იყო ბაჩანა ახალაია," - განაცხადა სუს-ის ხელმძღვანელის პირველმა მოადგილემ, ლაშა მაღრაძემ.

დღის ამბები