15 აგვისტო 2026,   20:39
ვრცლად
სერბეთის რესპუბლიკაში ოფიციალური ვიზიტის ფარგლებში, მაკა ბოჭორიშვილი სერბ კოლეგას მარკო ჯურიჩს შეხვდა

სერბეთის რესპუბლიკაში ოფიციალური ვიზიტის ფარგლებში, საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი, მაკა ბოჭორიშვილი სერბ კოლეგას მარკო ჯურიჩს შეხვდა. 

საუბარი შეეხო თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმების გაფორმების პერსპექტივებს. ასევე, საინვესტიციო პროექტების განხორციელებას ორ ქვეყანაში და ამ მიმართულებით გამოცდილების გაზიარებას.

მინისტრებმა კიდევ ერთხელ დაადასტურეს მტკიცე ურთიერთმხარდაჭერა ორი ქვეყნის სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობისადმი, საქართველოსა და სერბეთის რესპუბლიკის საერთაშორისოდ აღიარებული საზღვრების ფარგლებში.

აღინიშნა, ევროინტეგრაციის გზაზე არსებული გამოწვევები და ამ მიმართულებით შემდგომი მუშაობის აუცილებლობა.

საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი სერბეთის რესპუბლიკაში იმყოფება საქართველოს პრეზიდენტის მიხეილ ყაველაშვილის ოფიციალური ვიზიტის ფარგლებში.

დღის ამბები