11 აგვისტო 2026,   14:33
ვრცლად
ამნისტია მართვის მოწმობებზე - რა სახის დარღვევებს შეეხება და ვინ ვერ დაიბრუნებს ჩამორთმეულ მართვის მოწმობებს

ვადაზე ადრე დაბრუნებულ მართვის მოწმობას რომ ფასიც მეტი აქვს და გაფრთხილებასაც რომ მეტად საჭიროებს, ამას "კურიერის" რესპონდენტები კამერასთანაც ღიად ამბობენ. ინიციატივის ადრესატები მეტ სოციალურ პასუხისმგებლობაზეც საუბრობენ და აცხადებენ, რომ არაფხიზელ მდგომარეობაში მანქანის მართვა დაუშვებელია.

დაანონსებული ამნისტია ძალაში პირველი ვინაიდან შევა. ვადაზე ადრე მართვის მოწმობებს ის პირები დაიბრუნებენ, რომლებსაც კონკრეტული სამართალდარღვევების ფაქტები უდასტურდებათ. ინიციატივის ავტორი პრემიერ-მინისტრია. კანონპროექტის მიზანი კი მძღოლებისთვის ახალი შესაძლებლობის მიცემა და ერთგვარი გამაფრთხილებელი სიგნალი. დანაშაულის ხელმეორედ ჩადენის შემთხვევაში სანქცია მკაცრი იქნება.

85 მომხრე 0 წინააღმდეგი. კანონპროექტს დეპუტატებმა პირველი მოსმენით მხარი დღეს დაუჭირეს. საკითხის სესიაზე გატანამდე კანონმდებლებმა ის საკომიტეტო ფორმატშიც განიხილეს. მომზადებული ცვლილებების ავტორმა სხდომაზე კიდევ ერთხელ განმარტა, თუ რა პროცედურები უნდა გიაროს პირმა, რომელსაც ავტოტრანსპორტის მართვის უფლების დაბრუნება სურს.

მოხსენების შემდეგ სხდომა კითხვა-პასუხის რეჟიმში გაგრძელდა დეპუტატები დაინტერესდნენ რა მიზანს ემსახურება ცვლილება, რომელიც კანონში კონკრეტული ნორმის გაუქმებას ეხება.

ამნისტია ერთჯერადი იქნება და ის იმ პირებს ეხება, რომლებმაც კანონი 2025 წლის 10 დეკემბრამდე დაარღვიეს. ადმინისტრაციული სახდელისგან გათავისუფლების შესახებ ინფორმაციას მძღოლები შინაგან საქმეთა სამინისტროს ოფიციალურ ვებგვერდზე შეძლებენ.

კანონპროექტს პარლამენტი დაჩქარებული წესით განიხილავს. მას შემდეგ, რაც ინიციატივა კანონად იქცევა, მართვის მოწმობას 35 000-ზე მეტი პირი ვადაზე ადრე დაიბრუნებს.

დღის ამბები