12 აგვისტო 2026,   09:32
ვრცლად
"ნაციონალურ მოძრაობას" არ გააჩნია მორალი, მათ შეეძლოთ 2008 წლის შემდგომ დიდი ბედნიერებით მიეღოთ რუსი ტურისტები და ემართლებინათ ეს პოლიტიკა" - ნინო წილოსანი

"ნაციონალური მოძრაობის" კავშირები რუსეთთან და მისი გადაფარვის მცდელობა, - მმართველ გუნდში აცხადებენ, რომ ოპოზიცია ანტისახელმწიფოებრივ პოლიტიკას განაგრძობს და საზოგადოების შეცდომაში შეყვანას ცდილობს.

"ვისაც, დაგაჯერეს, რომ ნაცი "პროდასავლელია", უკვე დროა, ცოტათი უფრო კრიტიკული აზროვნება დაიწყოთ," - სტატუსს ვიდეო-კოლაჟთან ერთად, სოციალურ ქსელში ავრცელებს "ფრაქცია ქართული ოცნების" თავმჯდომარის მოადგილე.

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილე ნინო წილოსანი აცხადებს, რომ "ნაციონალურ მოძრაობას" არ გააჩნია მორალი - "მათ შეეძლოთ, რომ 2008 წლის შემდგომ დიდი ბედნიერებით მიეღოთ რუსი ტურისტები, ემართლებინათ ეს პოლიტიკა".

ნინო წილოსანის განცხადებით "ნაციონალური მოძრაობის" ხელწერა ამორალურობაა:

"ნაციონალურ მოძრაობას" არ გააჩნია მორალი, მათ შეეძლოთ, რომ 2008 წლის შემდგომ დიდი ბედნიერებით მიეღოთ რუსი ტურისტები, ემართლებინათ ეს პოლიტიკა. ლიაკა ხოშტარიას და მის ოჯახს შეეძლოთ, რომ მილიონობით რუბლით დაფინანსებულიყვნენ რუსეთიდან, რომელიც დღემდე გრძელდება მიუხედავად იმისა, რომ თურმე ერთ-ერთი აქტიური მებრძოლია რუსეთის წინააღმდეგ. ილაპარაკონ რომ ფულს სუნი არ აქვს, მიყიდონ და შემოიყვანონ რუსები ისეთ სტრატეგიულ ობიექტებში, რომელიც საქართველოსთვის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია. დიახ, ეს არის "ნაციონალური მოძრაობა", რომელიც ხელწერა არის ამორალურობა და ის, რომ მათთვის არანაირ ეროვნულ ინტერესს არ აქვს მნიშვნელობა. მხოლოდ პირადი, ძალაუფლების შენარჩუნების და დოვლათის მოხვეჭა იყო მათი მიზანი. ამ ყველაფერს კარგად უწყობდა ხელს მათი გარე პატრონები, რომლებიც ყოველ ჯერზე პირს წმენდენ "ნაციონალურ მოძრაობას" - იმ სისხლიან პირს და ხელს, რომლითაც არაერთი დანაშაული ჰქონდათ მათ ამ ქვეყანაში ჩადენილი,"- აცხადებს საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილე ნინო წილოსანი.

დღის ამბები