17 აგვისტო 2026,   23:45
ვრცლად
სპორტის მინისტრის მოადგილე ირაკლი დოლაბერიძე ქართულ ჭიდაობაში საქართველოს აბსოლუტურ ფალავნობას დაესწრო

საქართველოს სპორტის სამინისტროს მხარდაჭერით ქალაქ გორში ქართულ ჭიდაობაში საქართველოს აბსოლუტური ფალავნობა გაიმართა. ღონისძიებას საქართველოს სპორტის მინისტრის მოადგილე ირაკლი დოლაბერიძე ესწრებოდა.

2025 წლის აბსოლუტურ ფალავნობაში ჩემპიონობა გიორგი ჩაგელიშვილმა იზეიმა, საბა ინანეიშვილი ვიცე-ჩემპიონი გახდა, ბრინჯაოს მედალი კი ნიკა სიდამონიძემ მოიპოვა.

გამარჯვებულები ასევე გამოვლინდნენ 80, 90 და +100 კილოგრამ წონით კატეგორიებში.

80 კგ წონითი კატეგორიის ოქროს მედალს დავით გოდერძიშვილი დაეუფლა, ვერცხლის მედალი კობა აკოფაშვილმა მოიპოვა, ბრინჯაოს პრიზიორი კი ერეკლე ოძელაშვილი გახდა.

90 კგ წონითი კატეგორიის ოქროს მედლის პრიზიორი სოსო ებილაშვილი გახდა, ვერცხლის მედალი ვაჟა ავაზნელმა მოიპოვა, ბაქარ ერაშვილი კი ბრინჯაოს დასჯერდა.

+ 100 კგ წონითი კატეგორიის ჩემპიონობა საბა ინანეიშვილმა იზეიმა, ვიცე-ჩემპიონი გიორგი ბადუაშვილი გახდა, ბრინჯაოს მედალი კი უჩა ტაბატაძემ მოიპოვა.

საქართველოს აბსოლუტური ფალავნობა ქართული ჭიდაობის უმთავრესი ტურნირია. ის პირველად 1928 წელს ჩატარდა, წელს კი 97-ე ტურნირი გაიმართა.

დღის ამბები