17 აგვისტო 2026,   15:39
ვრცლად
"მე ყველაფერს ვიზამ, რომ ღირსეულად წარვადგინო საქართველო ევროვიზიაზე" - 2025 წლის საბავშვო ევროვიზიის ფინალური შოუს დაწყებამდე რამდენიმე საათი რჩება

საქართველო 2025 წლის საბავშვო ევროვიზიას მასპინძლობს. ფინალური შოუს დაწყებამდე რამდენიმე საათი რჩება. კონკურსის ფინალში მონაწილეობას ევროპის 18 ქვეყნის წარმომადგენლები მიიღებენ, მათ შორის, საქართველოდან.

მსმენელის წინაშე 11 წლის ანიტა აბგარიანი წარდგება. საქართველოს წარმომადგენლისთვის ონლაინ ხმის მიცემა შესაძლებელია როგორც საქართველოდან, მსოფლიოს ნებისმიერი ქვეყნიდან.

"გუშინ იყო გენერალური რეპეტიცია, რომელიც შეაფასა ჟიურიმ. ჩემი აზრით, ყველაფერმა კარგად ჩაიარა. დღეს არის ლაივი, ცოტათი ვნერვიულობ, მაგრამ ვიცი, რომ ყველაფერი კარგად იქნება. მე ყველაფერს ვიზამ, რომ დღეს უფრო კარგად ვიმღერო და უფრო ღირსეულად წარვადგინო საქართველო ევროვიზიაზე", - განაცხადა საბავშვო ევროვიზია 2025-ის მონაწილემ საქართველოდან, ანიტა აბგარიანმა.

 

ავტორი: ნინი ნაცვლიშვილი

დღის ამბები