ადვოკატთა ასოციაცია ახალ თავმჯდომარეს და მმართველი ორგანოების წევრებს ირჩევს. ასოციაციაში დღეს და ხვალ საერთო კრება იმართება. დარეგისტრირებულია თავმჯდომარეობის ექვსი კანდიდატი.
საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის თავმჯდომარეობის კანდიდატი, ირაკლი ყანდაშვილი ამბობს, რომ საქართველოს ადვოკატთა ასოციაციაში მნიშვნელოვანი არჩევნები ტარდება, აირჩევა თავმჯდომარე და მმართველი რგოლები.
"ძალზედ მნიშვნელოვანი არჩევნებია საქართველოს ადვოკატთა ასოციაციაში. აირჩევა თავმჯდომარე, მმართველი რგოლები. დღეს, ადვოკატები განვსაზღვრავთ ჩვენი ხვალინდელი განვითარებული პროფესიის მომავალს. მე მაქვს მოლოდინი და სურვილი და მჯერა, რომ იქნება მშვიდობიანი არჩევნები, იქნება კოლეგიალური არჩევნები და ადვოკატები გავაკეთებთ სწორ არჩევანს ხვალინდელი განვითარებული ადვოკატის პროფესიისთვის საქართველოში," - აცხადებს ირაკლი ყანდაშვილი.
პროცედურებთან დაკავშირებით ისაუბრა საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის თავმჯდომარეობის კანდიდატმა, მუხრან ღურწკაიამ.
"დღეს, ჩვენ ავირჩევთ ხმის დამთვლელ კომისიის წევრებს და ამ ხმის დამთვლელი კომისიის წევრებმა შემდეგ უნდა მიიღონ მონაწილეობა 14 რიცხვის არჩევნებში. ასევე დღეს, სამანდატო კომისია მონაწილეობს, რომელიც ითვლის შედეგებს და ასევე მიიღებს მონაწილეობას ხმის დამთვლელ კომისიასთან ერთად სამანდატო კომისია 14-ის არჩევნებში," - მუხრან ღურწკაია